Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა კენჭისყრა ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე


13 იანვარს, კენჭისყრის მეორე დღეს ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაიხურა საარჩევნო უბნები. იუწყებიან, რომ წინასწარი შედეგები შაბათსვე გავრცელდება. მოქმედ პრეზიდენტს, 73 წლის მილოშ ზემანს, ცხრა მეტოქე ჰყავდა, მათ შორის ლიდერობს მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი, ირჟი დრაჰოსი. ზემანს გამოარჩევს იმიგრაციის საწინააღმდეგო, პრორუსული და პროჩინური პოზიციები, დრაჰოსი კი პროევროპელ ლიბერალად ითვლება. კენჭისყრამდე ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, მოსალოდნელია, რომ ზემანი პირველ რაუნდში გაიმარჯვებს, მაგრამ უმრავლესობის მოპოვებას ვერ შესძლებს. თუ საჭირო გახდა, მეორე რაუნდი 26-27 იანვარს გაიმართება. სხვა კანდიდატებს შორის არიან ყოფილი პრემიერი მირეკ ტოპოლანეკი, მუსიკოსი და მეწარმე მიხალ გორაჩეკი. მეტოქეები ზემანს აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ მისი განცხადებები და ნაბიჯები პოლარიზაციას იწვევს საზოგადოებაში. რიცა ზემანი 12 იანვარს კენჭისყრაზე გამოცხადდა, მას მიეგება წელს ზემოთ შიშველი ქალი, რომელიც პროტესტის ნიშნად სკანდირებდა ლოზუნგს "ზემანი - პუტინის მეძავი". ქალი დაცვამ გაიყვანა ადგილიდან. საპროტესტო მოძრაობა "ფემენმა" ტვიტერით დაწერა, რომ ქალი მათი უკრაინელი აქტივისტი იყო. ​

XS
SM
MD
LG