Accessibility links

გაერომ დაადგინა, რომ ირანი იარაღს აწვდის იემენელ მეამბოხეებს, რაც ემბარგოს დარღვევაა


გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა ახალ ანგარიშში დაადგინა, რომ ირანმა დაარღვია გაეროს მიერ იარაღზე დაწესებული ემბარგო, იემენში შიიტი მეამბოხეებისთვის პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით რაკეტების და საფრენი აპარატების მიწოდებით - რითიც გაამყარა გაეროს მიერ წარსულშიც წამდენჯერმე გამოთქმული ეს ბრალდება. ანგარიშის ნაწყვეტები 12 იანვარს მოიპოვეს დიპლომატებმა და მედიის წარმომადგენლებმა. ტექსტში ნათქვამია, რომ გაეროს ექსპერტები ნოემბერში და დეკემბერში ჩავიდნენ საუდის არაბეთში და შეისწავლეს ჰუთიტი მეამბოხეების მიერ იმავე პერიოდში, ისევე როგორც მაისსა და ივლისში ნასროლი რაკეტების ნაწილები. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ირანმა დაამზადა იარაღი, რომელიც იემენელმა მეამბოხეებმა საუდის არაბეთს ესროლეს. საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს არაბულ კოალიციას, რომელიც იემენის სამოქალაქო ომში მთავრობის მხარეს იბრძვის, მეამბოხეების წინააღმდეგ. ამავე დროს, ანგარიშში ნათქვამია, რომ რაკეტები და საფრენი აპარატები "იემენში შეიტანს მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა მიზანმიმართული ემბარგო იარაღზე", რომელიც გაერომ 2015 წელს დააწესა. შესაბამისად, ექსპერტთა ჯგუფი ასკვნის, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა არ ემორჩილება ემბარგოს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG