Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ყირიმში განათავსა S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის მეორე დივიზია


რუსეთმა S-400 ხმელეთი-ჰაერის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის მეორე დივიზია განათავსა უკრაინის ყირიმის რეგიონში, რომლის ანექსირებაც კრემლმა 2014 წელს მოახდინა - იუწყება რუსეთის მედია. რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ 13 იანვარს გავრცელებული ცნობებით, მოსკოვმა ახალი დივიზია განათავსა ქალაქ სევასტოპოლთან ახლოს, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტს უდევს ბინა. S-400 ხმელეთი-ჰაერის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემას შეუძლია 400 კილომეტრის დაშორებით ესროლოს საჰაერო სამიზნეებს, 60 კილომეტრის დისტანციით - ბალისტიკურ რაკეტებს. რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა უკრაინის ამ რეგიონის ანექსირება, რაც ერთ-ერთი მიზეზი გახდა იმისა, რომ მოსკოვს სანქციები დაუწესეს მათ შორის აშშ-მა და ევროკავშირმა.

XS
SM
MD
LG