Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაიტი, აფრიკის ქვეყნები პროტესტს გამოთქვამენ და ტრამპისგან ბოდიშს ითხოვენ ვულგარული ტერმინოლოგიისთვის


12 იანვარს აფრიკის 54-მა ქვეყანამ განაცხადა, რომ "მძლავრად თავზარდაცემულია" და ითხოვს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკან წაიღოს და ბოდიში მოიხადოს იმ ვულგარული ტერმინოლოგიისთვის, რომელიც მან ამ ქვეყნების აღსაწერად გამოიყენა თეთრ სახლში იმიგრაციის საკითხზე გამართულ დისკუსიაზე. პროტესტს გამოთქვამს ჰაიტიც, მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი გამოვიდა აფრიკის ქვეყნებიდან და ჰაიტიდან მიგრანტების აშშ-ში შეშვების წინააღმდეგ და 11 იანვარს კანონმდებლებს თეთრ სახლში უთხრა, რომ ეს ქვეყნები "ნეხვის ორმოა" ("shithole"). გაეროში აფრიკის 54 ქვეყნის ელჩების ჯგუფმა განაცხადა, რომ "ძალიან თავზარდაცემულია და მტკიცედ გმობს აშშ-ის პრეზიდენტის აღმაშფოთებელ, რასისტულ და ქსენოფობიურ განცხადებებს, როგორც ეს მედიაში გავრცელდა." ჯგუფი ითხოვს სიტყვების უკან წაღებას და ბოდიშს. პროტესტი გამოთქვეს აფრიკის ცალკეულმა ქვეყნებმაც. ბოტსვანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი გამოიძახა და განაცხადა, რომ ტრამპის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია "ღრმად უპასუხისმგებლო, დასაგმობი და რასისტული" იყო. "ჩვენი ქვეყანა არ არის ნეხვის ორმო, არც ჰაიტია ასეთი და არც ერთი სხვა ქვეყანა, რომელიც გაჭირვებაშია" - განაცხადა ჯესი დუარტემ, გენერალური მდივნის მოადგილემ სამხრეთ აფრიკის მმართველ, აფრიკის ეროვნულ კონგრესში.

XS
SM
MD
LG