Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ 465-მდე პირი პატიმრობაში რჩება ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეობისთვის


ირანის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 465-მდე პირი რჩება პატიმრობაში, დაახლოებით სამი კვირის წინ დაწყებული ანტისამთავრობო გამოსვლების ტალღაში მონაწილეობისთვის. სასამართლო სისტემის პრესმდივანმა, ღოლამჰოსეინ მოჰსენ ეჯეჰიმ ასევე განაცხადა, რომ საპროტესტო მღელვარების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა. თეირანის პროკურორი, აბას ჯაფარი დოლატაბადი ამბობს, რომ ბოლო დღეებში თეირანის ციხეებიდან 440 დემონსტრანტი გაათავისუფლეს, თუმცა ირანის დედაქალაქში პატიმრობაში რჩება 55 პირი. ირანის რეფორმატორმა პარლამენტარმა, მაჰმუდ სადეღიმ გასულ კვირასი განაცხადა, რომ საპროტესტო გამოსვლების პერიოდში ქვეყანაში 3700-მდე მოქალაქე დააპატიმრეს. გამოსვლებს ბიძგი მისცა უკმაყოფილებამ ირანის ეკონომიკური პრობლემების და ოფიციალური კორუფციის გარშემო, თუმცა აქციები სწრაფად გადაიზარდა ირანის სასულიერო მმართველების დამხობის მოთხოვნებში. ირანის პარლამენტმა 7 იანვარს განაცხადა, რომ დაბალი რანგის დემონსტრანტებს, განსაკუთრებით სტუდენტებს, ეტაპობრივად გაათავისუფლებენ ციხეებიდან, თუმცა საპროტესტო აქციების ლიდერები დაისჯებიან.

XS
SM
MD
LG