Accessibility links

ჰავაიში რაკეტის შესახებ მცდარი შეტყობინების გაშვება ბრალდება ადამიანის შეცდომას


აშშ-ის შტატი ჰავაი აცხადებს, რომ ადამიანის შეცდომა იყო მიზეზი, რატომაც გავრცელდა მცდარი შეტყობინება, თითქოს ამ, ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილისკენ რაკეტა მიემართებოდა - რამაც ჰავაის კუნძულებზე პანიკა და დაბნეულობა გამოიწვია. როგორც გუბერნატორმა, დევიდ იგემ 13 იანვარს ჟურნალისტებს უთხრა, ჰავაის განსაკუთრებულ ვითარებათა სააგენტოში ერთ-ერთმა თანამშრომელმა "არასწორ ღილაკს" დააჭირა თითი. "ეს არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ ვიძიებთ მთელ პროცესსო", განაცხადა იგემ. შეცდომაზე პასუხისმგებლობა იკისრა სააგენტოს ადმინისტრატორმა, ვერნ მიუაგიმ და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ასეთი რამ აღარასოდეს განმეორდეს. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ჯერჯერობით ვერ გაურკვევიათ, რატომ დასჭირდა 38 წუთი იმის გამოცხადებას, რომ განგაში უსაფუძვლო იყო. განგეშის შეტყობინება ხალხმა მობილურ ტელეფონებზე მიიღო. იუწყებიან, რომ ადამიანები იმალებოდნენ აბაზანებში, მყარ შენობებში, კანალიზაციის ორმოებში და სხვა სახელდახელოდ მოწყობილ თავშესაფრებში. ყალბი განგაშის გავრცელების ფონია ჩრდილოეთი კორეის მიერ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების და ბირთვული იარაღის გამოცდის ფაქტები. ახლახან ჰავაიმ დაიწყო ატომური თავდასხმის შესახებ სიგნალის გამოცდა - პირველად ცივი ომის შემდეგ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG