Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში საპროტესტო გამოსვლებით აღინიშნა ამბოხების მეშვიდე წლისთავი


ტუნისში საპროტესტო გამოსვლებით აღინიშნა იმ ამბოხების მეშვიდე წლისთავი, რომლითაც დაემხო პრეზიდენტ ზინე ელ აბიდინე ბენ ალის ხელისუფლება. ქვეყანაში წინა დღეებშიც მღელვარება იყო, უცვლელი სიღარიბის და უმუშევრობის პრობლემების გამო. 14 იანვარს ასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა დედაქალაქ ტუნისის ცენტრში გამართულ აქციაში, რომელიც პოლიტიკური პარტიების და პროფკავშირის მოწოდებით გაიმართა. დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგებს "სიღარიბის და შიმშილის" წინააღმდეგ და "ქურდებს" ადანაშაულებდნენ მათი ქვეყნის მოპარვაში. 2011 წლის ამბოხების მეშვიდე წლისთავის გამო ცალკე გამართეს აქციები მმართველი კოალიციის მომხრეებმაც. ითვლება, რომ ტუნისში შედარებით უმტკივნეულოდ მიმდინარეობს დემოკრატიზაციის ეტაპი, მას შემდეგ, 23-წლიანი მმართველობის შემდეგ დაემხო ალის რეჟიმი. მაგრამ მეშვიდე წლისთავზე კვლავ ძლიერია მოქალაქეების სიბრაზე, ფასების ზრდის და საბიუჯეტო მომჭირნეობის პოლიტიკის გამო.

XS
SM
MD
LG