Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია სირიაში შექმნის 30,000-კაციან სასაზღვრო დანაყოფს


აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია, რომელიც ებრძვის ექსტრემისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს", აცხადებს, რომ მუშაობს სირიაში 30,000 კაციანი სასაზღვრო დანაყოფის ფორმირებაზე. კოალიციამ 14 იანვარს განაცხადა, რომ დანაყოფი დისლოცირებული იქნება იმ ტერიტორიის საზღვრებთან, რომელსაც აკონტროლებენ სირიის დემოკრატიული ძალები - არაბი და ქურთი შეიარაღებული დაჯგუფებებისგან შემდგარი ალიანსი, რომელშიც დომინანტურ ძალას ქურთ თა დაჯგუფება, YPG წარმოადგენს. განცხადების თანახმად, ამჟამად 230-მდე პირი გადის წვრთნას, დანაყოფისთვის მოსამზადებელ პირველ კურსებზე. ამავე განცხადების თანახმად, დანაყოფის დაახლოებით ნახევარი შეივსება სირიის დემოკრატიული ძალების ვეტერანებისგან. აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის საჰაერო თავდასხმების, მრჩევლების და იარაღის მხარდაჭერით, სირიის დემოკრატიულმა ძალებმა შეძლეს "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტები განედევნათ ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიის ტერიტორიებიდან. განცხადებას მწვავედ გამოეხმაურა თურქეთი - პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის პრესმდივანმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, ეს "ტერორისტული ორგანიზაციისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება" იქნებაო. ანკარა სირიაში მებრძოლ ქურთთა დანაყოფ YPG-ს მიიჩნევს ტერორისტულ ჯგუფად, რომელიც დაკავშირებულია ქურთთა PKK-სთან - ორგანიზაციასთან, რომელიც ათწლეულებია ამბოხებას აწყობს თურქეთში. სასაზღვრო ძალის ფორმირების თაობაზე სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავრობის განცხადება ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

XS
SM
MD
LG