Accessibility links

ჩეხეთიდან აძევებენ უკრაინელ აქტივისტს, რომელმაც პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქცია მოაწყო


პრაღა, 2018 წლის 12 იანვარი: უკრაინელი აქტივისტის პროტესტი ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობაში

პრაღაში სასამართლომ სამთვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა ფემინისტურ მოძრაობა „ფემენის“ წევრს, უკრაინის მოქალაქე ანჯელინა დიაშს ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოწყობილი აქციისათვის. 12 იანვარს აქტივისტი მივარდა საარჩევნო უბანზე მისულ პრეზიდენტ მილოშ ზემანს და რამდენჯერმე დაიძახა „ზემანი პუტინის მეძავიაო“. ანჯელინა დიაშს ჩეხეთიდან დეპორტაცია მოელის და ერთი წლით ეკრძალება ამ ქვეყანაში ჩასვლა. მსჯავრდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG