Accessibility links

ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფმა დაიწყო „გამოგონილი ამბების“ პრობლემაზე მუშაობა


ევროკომისარი მარია გაბრიელი

15 იანვარს პირველი შეხვედრა გამართა ევროკომისიის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელსაც ევალება „გამოგონილი ამბების“ პრობლემაზე მუშაობა. ჯგუფის მიზანია, აპრილის ბოლომდე შეიქმნას ევროკავშირის სტრატეგია პრობლემისთვის თავის გასართმევად მასთან დაკავშირებული მხარეების „როლებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრით“ და „რეკომენდაციების შემუშავებით“. ევროკომისარმა დიგიტალური ეკონომიკის საკითხებში, მარია გაბრიელმა 2017 წლის ნოემბერში გამოაცხადა ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შესახებ და მის წევრებად შეარჩია 40 ადამიანი. როგორც გაბრიელმა 15 იანვარს აღნიშნა, „გამოგონილი ამბები“ შესაძლოა კანონს არ არღვევდეს და არც სიახლეს წარმოადგენდეს, მაგრამ ისინი "შემაშფოთებელი სისწრაფით ავრცელებს ინფორმაციას, საფრთხეს უქმნის მედიის რეპუტაციას და ჩვენი დემოკრატიის წარმატებას", განაცხადა ევროკომისარმა. „არავის სურს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვაიძულოთ, დაიჯერონ, ან არ დაიჯერონ რომელიმე კონკრეტული ცნობა. მაგრამ თუ არაფერს მოვიმოქმედებთ, თუ არ მივმართავთ გამოგონილი ამბების წინააღმდეგ სათანადო ზომებს ევროკავშირის დონეზე, არსებობს დიდი საფრთხე, რომ ვითარება გაუარესდება“. ექსპერტთა ჯგუფს სათავეში უდგას უტრეხტის უნივერვსიტეტის პროფესორი მადლენ დე კოკ ბანინგი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების და მედიის შესახებ კანონის სპეციალისტია. ჯგუფში ასევე შედიან ავტორიტეტიანი მედიასაშუალებების, მათ შორის ფრანს-პრესის, გერმანიის საზოგადოებრივი ტელევიზიის, ისევე როგორც წამყვანი ინტერნეტკომპანიების - ფეისბუკის, გუგლის, ტვიტერის - წარმომადგენლები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG