Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში საპროტესტო გამოსვლების დაწყების მეშვიდე წლისთავზეც გრძელდება დემონსტრაციები


ტუნისში აღნიშნეს ყოფილი პრეზიდენტის, ზინ ელ აბიდინ ბენ ალის ხანგრძლივი მმართველობის დამხობის მეშვიდე წლისთავს, რომლის ფონსაც ქმნის უკვე რამდენიმედღიანი საპროტესტო გამოსვლები. 14 იანვარს დედაქალაქ ტუნისის ცენტრში შეიკრიბა ასობით ადამიანი, რომელსაც დემონსტრაციაში მონაწილეობისაკენ მოუწოდეს პოლიტიკურმა პარტიებმა და პროფკავშირებმა. დემონსტრანტები აპროტესტებენ „სიღარიბესა და შიმშილს“ და "ქურდობაში" ადანაშაულებენ ქვეყნის მმართველ ელიტას. 2011 წლის ამბოხების მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით, მსვლელობები გამართეს ტუნისის მმართველი კოალიციის მხარდამჭერებმაც. ტუნისი მიჩნეულია ქვეყნად, რომელშიც შედარებით წარმატებით ჩაიარა დემოკრატიულმა გარდაქმნამ ბენ ალის 23-წლიანი მმართველობის დამხობის შემდეგ. მაგრამ შვიდი წლის შემდეგ მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებას იწვევს მომჭირნეობის ახალი ზომები და ცხოვრების გაძვირება.

XS
SM
MD
LG