Accessibility links

ყირიმში ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება კიევის მომხრე აქტივისტს, ვლადიმირ ბალუხს


ყირიმში, რომელიც რუსეთს უკანონოდ აქვს მიერთებული, პროკურორმა მოითხოვა ხუთი წლით და ერთი თვით პატიმრობა კიევის მომხრე აქტივისტის, ვლადიმირ ბალუხისათვის. მას ასამართლებენ იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ფლობის ბრალდებით. ბალუხმა 15 იანვარს განაცხადა, რომ უდანაშაულოა და რომ სასამართლო პროცესი ვერ შეაყვარებს თავის „ე.წ. ახალ სამშობლოს“. ბალუხის აზრით, მისთვის წაყენებული ბრალდებები არის ნაწილი კამპანიისა, რომელიც კიევისა და უფლებადამცველების შეფასებით, მიმართულია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ოპონენტების წინააღმდეგ. სასამართლოს ვერდიქტს 16 იანვარს მოელიან. წელს აგვისტოში სასამართლომ ბალუხს მიუსაჯა სამი წლით და შვიდი თვით პატიმრობა, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გააუქმა და დამატებითი გამოძიების ჩატარება მოითხოვა. ბალუხი მიეკუთვნება ათობით ყირიმელს, რომელიც რუსეთმა გაასამართლა 2014 წელს ამ ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ.

XS
SM
MD
LG