Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს დაუბრუნა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს დაუბრუნა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი მოტივირებული შენიშვნებით. ამის შესახებ მან გამოაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მარგველაშვილს, მისივე თქმით, „პრობლემურად“ მიაჩნია ის გარემოება, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი სარეკლამო ბაზარზე შევიდეს. პრეზიდენტის შენიშვნა ეხება აგრეთვე შესყიდვებთან დაკავშირებულ ცვლილებას, რადგან, მისი აზრით, „კანონში არ არის ადეკვატურად გაწერილი შესყიდვების საკითხი“. საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელთა უმრავლესობა დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ძალიან დიდი დაფინანსება და მაინც დაბალი რეიტინგი და მომზადებული საკონონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს სწორედ რეიტინგის ზრდის ხელშეწყობას. კობახიძემ ეს განცხადება გააკეა პრეზიდენტის ვეტოზე გამოხმაურებისას და გამოთქვა მზადყოფნა, რომ პარლამენტში ვეტოს საკითხზე იმსჯელონ.

XS
SM
MD
LG