Accessibility links

რუსეთი და თურქეთი აკრიტიკებენ სირიაში ქურთების სასაზღვრო ძალების შექმნას


რუსეთი და თურქეთი აშშ-ს აკრიტიკებენ დახმარებისათვის, რომელსაც ის უწევს ქურთ მეომრებს სირიაში 30-ათასკაციანი სასაზღვრო ძალების შექმნაში. აშშ აღიარებს, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ ტერორისტულ არმიას ქმნისო, განაცხადა 15 იანვარს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა. მისივე თქმით, ტერორისტული არმია ჯერ კიდევ „დაბადებამდე“ უნდა განადგურდეს. ხოლო სირიის მთავრობამ სასაზღვრო ძალების შექმნას უწოდა „სირიის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობის აშკარა დარღვევა“. რუსეთი, რომელმაც სირიის მმართველ რეჟიმს გადამწყვეტი მნიშვნელობის დახმარება გაუწია სამოქალაქო ომში, შიშობს, რომ ქურთების სასაზღვრო შენაერთების შექმნას შესაძლოა მოჰყვეს „თურქეთისა და ერაყის საზღვრების გასწვრივ დიდი ტერიტორიის ჩამოშორება“. აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ, რომელიც ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის, გამოაცხადა, რომ მიზნად ისახავს, რამდენიმე წელიწადში შექმნას უსაფრთხოების 30-ათასკაციანი სასაზღვრო ძალები. კოალიციის განცხადებით, ამჟამად 230-მდე კაცი გადის წვრთნას ახალი ძალებისათვის მომზადების საწყის ეტაპზე.

XS
SM
MD
LG