Accessibility links

უკრაინის პარლამენტთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დემონსტრანტები და პოლიციელები


უკრაინის პარლამენტთან მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება, როცა დეპუტატები განიხილავდნენ კანონპროექტს სეპარატისტების მიერ გაკონტროლებული რეგიონების „რეინტეგრაციის“ შესახებ. პოლიციასთან შეტაკება დაიწყო მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს საბურავებს და რუსეთის დროშა დაწვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ცნობების თანახმად, სამართალდამცველებმა და მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს და ნახევრად დამწვარი საბურავები ისროლეს კარვებისაკენ, რომლებიც პარლამენტთან ჯერ კიდევ გასულ წელს აღმართეს საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა. კიევის პოლიციის ცნობით, სეპარატისტული რეგიონების რეინტეგრაციის საკითხზე კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე, პარლამენტისა და მთავრობის შენობებთან იქნა განთავსებული 3800-ზე მეტი პოლიციელი. დემონსტრანტები მოითხოვენ, სწრაფად იქნეს დამტკიცებული კანონპროექტი, რომელშიც რუსეთი აგრესორად არის მოხსენიებული. როგორც იუწყებიან, პარლამენტმა შესაძლოა ასევე განიხილოს კანონპროექტი უზენაესი ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის შესახებ. ასეთი სასამართლოს შექმნის ინიციატივით გასულ თვეში გამოვიდა პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG