Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში მოკლეს ეთნიკურად სერბი პოლიტიკური ლიდერი


კოსოვო, 2017 წლის 22 ოქტომბერი: ოლივერ ივანოვიჩი ეთნიკური ნიშნით გაყოფილ ქალაქ მიტროვიცის საარჩევნო უბანში ადგილობრივი არჩევნების დღეს
კოსოვო, 2017 წლის 22 ოქტომბერი: ოლივერ ივანოვიჩი ეთნიკური ნიშნით გაყოფილ ქალაქ მიტროვიცის საარჩევნო უბანში ადგილობრივი არჩევნების დღეს

კოსოვოში მოკლეს ეთნიკურად სერბი პოლიტიკოსი, ოლივერ ივანოვიჩი, რომელიც ჩრდილოეთკოსოვოელი სერბების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ცნობების თანახმად, მას მისსავე ოფისთან ესროლეს ქალაქ მიტროვიცაში. ივანოვიჩის ადვოკატმა ნებოისა ვლაიჩმა რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურს უთხრა, რომ ივანოვიჩი 16 იანვრის დილას გარდაიცვალა. კოსოვოს მთავრობამ და პრეზიდენტმა მკაცრად დაგმეს მკვლელობა. პრეზიდენტმა ჰაშიმ ტაჩიმ ჩრდილოეთკოსოვოელებს მოუწოდა, ითანამშრომლონ პოლიციასთან, რომელიც მკვლელობის გამოძიებას შეუდგა. სერბიის მედიის ცნობით, ივანოვიჩს ცეცხლი გაუხსნეს მანქანიდან, რომელშიც ერთზე მეტი პირი იმყოფებოდა. ივანოვიჩი სათავეში ედგა სამოქალაქო ინიციატივას სახელწოდებით „თავისუფლება, დემოკრატია, სამართალი“, რომლის კანდიდატებიც კოსოვოში 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობდნენ. თავად ივანოვიჩი 2008-2012 წლებში იყო სერბიის მთავრობის წევრი, კოსოვოს მიერ 2008 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების მიუხედავად. ამასთან, ის კოსოვოში 2009 წლამდე ხელმძღვანელობდა სერბიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, რის შემდეგაც გახდა კოსოვოს სამოქალაქო ინიციატივის ლიდერი.

XS
SM
MD
LG