Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმში სასამართლომ სამი წლით და შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯა უკრაინის მომხრე აქტივისტს


ყირიმში, რომელიც რუსეთს უკანონოდ აქვს მიერთებული, სასასამართლომ სამი წლით და შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯა კიევის მომხრე აქტივისტს, ვლადიმირ ბალუხს იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შენახვაში ბრალდების საფუძველზე. სასამართლოს 16 იანვრის ვერდიქტით, ბალუხს ასევე შეეფარდა ფულადი ჯარიმა 10 ათასი რუბლის (175 დოლარი) ოდენობით. პროკურორი მოითხოვდა ხუთი წლით და ერთი თვით პატიმრობას. ბალუხმა საბოლოო სიტყვაში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უდნაშაულოა და რომ მისთვის წაყენებულ ბრალდებებს პოლიტიკურად მოიტივირებულად მიიჩნევს. ბალუხი მიეკუთვნება ათობით ყირიმელს, ვისაც რუსეთი სამართლებრივად დევნის, უფლებადამცველების შეფასებით, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის ოპონენტთა საწინააღმდეგო კამპანიის მსვლელობაში. აქტივისტი 2016 წლის დეკემბერში დააკავეს და რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ მას სახლში უპოვეს ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა. ჩხრეკა ჩატარდა მას შემდეგ, რაც ბალუხმა თავის ეზოში უკრაინის დროშა აღმართა და სახლზე დაამაგრა აბრა წარწერით „ზეციური ასეულის ქუჩა 18“. უკრაინაში „ზეციურ ასეულად“ მოიხსენიებენ ათობით ადამიანს, რომელიც უშიშროების ძალებმა დახოცეს კიევში, 2014 წელს საპროტესტო აქციის დასაშლელად. შარშან აგვისტოში სასამართლომ ბალუხს მიუსაჯა სამი წლით და შვიდი თვით პატიმრობა, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გააუქმა და დამატებითი გამოძიების ჩატარება მოითხოვა.

XS
SM
MD
LG