Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში აპირებენ "მინი-მეჩეთების" აშენებას, რათა მუსლიმებს გაუადვილონ დღეში ხუთჯერ ლოცვა


ტაშკენტი, ისლამ ქარიმოვის მეჩეთი
ტაშკენტი, ისლამ ქარიმოვის მეჩეთი

უზბეკეთი აცხადებს, რომ დაგეგმილია მომცრო მეჩეთების აშენება ავტოტრასებისა და ქალაქის ქუჩების გასწვრივ. ტაშკენტელმა იმამმა ანვარ-ყორი ტურსუნოვმა 15 იანვარს უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ მიზანია, მუსლიმებს გაუადვილდეთ დღეში ხუთჯერ ლოცვა. ხოლო მთავრობის რელიგიათა კომიტეტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ახალი მეჩეთებით სარგებლობას შეძლებენ უზბეკეთში უცხოეთიდან ჩასული მუსლიმი ტურისტებიც და რომ გამოთქმულ იქნა სხვა რელიგიების მიმდევრებისათვის მომცრო სალოცავების აშენების სურვილიც. ოფიციალური პირის თქმით, მალე ტაშკენტში ააშენებენ 22 „მინი-მეჩეთს“.

XS
SM
MD
LG