Accessibility links

ავღანეთში ხუთი ადამიანი დაიღუპა ნაღმსატყორცნით თავდასხმის შედეგად


ავღანეთში, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი დაიღუპა ფარიაბის პროვინციაში ნაღმსატყორცნით თავდასხმის შედეგად. დაიჭრა 45 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები. ადგილობრივი პოლიციის პრესმდივნის განცხადებით, სამი ჭურვი ჩავარდა ბაზრობაზე, რომელიც ხვაჯა საბზ პუშის რაიონში კვირაში ერთხელ იმართება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, მაგრამ ადგილობრივი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ის თალიბანმა მოაწყო. ავღანეთის მთავრობა, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობს, ცდილობს, ძირითადად, საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს თალიბანსა და ექსტრემისტების სხვა ჯგუფებს მას შემდეგ, რაც 2014 წელს ავღანეთი დატოვა ნატოს ჯარების უდიდესმა ნაწილმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG