Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოკლეს მარეკ დუდაევი


თბილისის საქალაქო სასამართლომ მარეკ დუდაევს 2005 წელს მიუსაჯა 23 წლით პატიმრობა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მარეკ დუდაევს 2005 წელს მიუსაჯა 23 წლით პატიმრობა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოკლეს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, მარეკ დუდაევი. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 16 იანვარს, ღამით გავრცელებული ინფორმაციით, დუდაევის გვამი სოფელ არცევში, ყოფილი კლუბის შენობაში აღმოაჩინეს. სააგენტო „რეს“-ის ცნობით, დუდაევი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა მისმა თანასოფლელმა, რომელიც მიიმალა. ქართველმა სამართალდამცავებმა მარეკ დუდაევი 2004 წლის მარტში, გორში დააკავეს მკვლელობის, ფულის გამოძალვის და ყაჩაღობის ბრალდებებით. 2005 წელს, სასამართლომ დუდაევს მიუსაჯა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა. მარეკ დუდაევი პატიმრობიდან 2013 წლის ივნისში გათავისუფლდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის კანონით სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმების საფუძველზე. საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, მარეკ დუდაევი ცხინვალის რეგიონში დაბრუნდა. 2016 წლის ივნისში, ოსმა სამართალდამცავებმა დუდაევი დააკავეს ოკუპირებულ ახალგორის რაიონში. მაშინ მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ დუდაევის დაკავებას წინ უძღოდა მისი კონფლიქტი ადგილობრივ კონტრაბანდისტთან, ტარიელ ბაშარულთან.

XS
SM
MD
LG