Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ხაზთან მდებარე ხურჩიდან იუწყებიან მავთულხლართის აღების შესახებ


საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მოხსნეს მავთულხლართი, რომელიც 2017 წლის გაზაფხულზე გაავლეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევთან მოსაზღვრე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასთან - ამის შესახებ მედიასაშუალებები იუწყებიან ხურჩის რამდენიმე მცხოვრებზე დაყრდნობით. ინფორმაციის შემოწმება ჟურნალისტებმა სცადეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან, კახაბერ ქემოკლიძესთან, რომელიც 17 იანვარს, გალში დაესწრო ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრას. კახაბერ ქემოკლიძემ კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ გალის შეხვედრებზე აქტიურად განიხილება ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესი, რომელიც ჰუმანიტარული და უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემებს უქმნის საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. 2017 წლის აპრილში, ხურჩასთან მავთულხლართების გავლების შედეგად, სოფლის ორი მცხოვრების მიწის ნაკვეთი მოექცა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG