Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვანებთან სქესობრივი კავშირისათვის გასამართლებულ მღვდელს


რუსეთში 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს მართლმადიდებელ მღვდელს, რომელიც დამნაშავედ ცნეს არასრულწლოვან გოგონებთან სქესობრივ კავშირში. ჩრდილო-დასავლეთ რუსეთის ქალაქ პრიოზერსკის სასამართლომ 17 იანვარს გამოაცხადა გლებ გროზოვსკისათვის გამოტანილი განაჩენი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გროზოვსკის არასრულწლოვანებთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა 2011 წელს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საზაფხულო ბანაკში პრიოზერსკის მახლობლად მდებარე კუნძულზე. ამ პერიოდში გროზოვსკი იყო მღვდელი ცარსკოე სელოს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. სასამართლომ გროზოვსკი ასევე დამნაშავედ ცნო 2013 წელს საბერძნეთის საზაფხულო ბანაკში არასრულწლოვანებთან სქესობრივი კავშირის გამო. რუსეთმა 2013 წლის ოქტომბერში გასცა გროზოვსკის დაპატიმრების ორდერი, რასაც 2016 წელს მოჰყვა ისრაელიდან რუსეთში მისი ექსტრადიცია.

XS
SM
MD
LG