Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ შეწყალებაზე უარი უთხრა „ოსვენციმის ბუხჰალტერს“


გერმანიაში შეწყალებაზე უარი უთხრეს ესესის ყოფილ ოფიცერს, 96 წლის ოსკარ გრიონინგს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ბუხჰალტერად მუშაობდა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში. 2015 წელს სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო 300 ათასი ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობაში და მას ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა. გრიონინგმა აღიარა მორალური დანაშაული, მაგრამ გაასაჩივრა განაჩენი. გერმანიის უზენაესმა სასამართლომ გასული წლის ბოლოს უარყო მისი სარჩელი. შეწყალების თხოვნა გრიონინგისთვის იძლეოდა უკანასკნელ შანსს პატიმრობის თავიდან ასაცილებლად. გრიონინგი 1942-44 წლებში მუშაობდა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, აგროვებდა მოკლული პატიმრების ფულსა და ძვირფას ნივთებს. 2014 წელს მან სასამართლოს უთხრა, რომ არ ჰქონია კავშირი ტყვეების განადგურებასთან და რომ ევალებოდა მხოლო მათი ნივთების მოგროვება ბერლინში გასაგზავნად.

XS
SM
MD
LG