Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში ათასობით ადამიანი გამოეთხოვა მოკლულ ეთნიკურ სერბ პოლიტიკოსს


კოსოვოში უკანასკნელი პატივი მიაგეს კოსოვოელი ეთნიკური სერბების პოლიტიკურ ლიდერს, ოლივერ ივანოვიჩს, რომელიც 17 იანვარს მოკლეს ქალაქ მიტროვიცაში. ამ ქალაქში 18 იანვარს ათასობით ადამიანი გამოეთხოვა ივანოვიჩს, რომელიც ბელგრადში დასაკრძალად გადაასვენეს. ხალხმა ყვავილები მიიტანა და სანთლები დაანთო ოლივერ ივანოვიჩის პარტიის სათავო ოფისთან, სადაც ის ცეცხლსასროლი იარაღიდან ექვსჯერ გასროლით მოკლეს დაუდგენელმა პირებმა. სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა ბელგრადშიც, წმინდა საბას საკათედრო ტაძარში. კოსოვოში ეთნიკური სერბების პოლიტიკური ლიდერის მკვლელობამ გაზარდა დაძაბულობა ბალკანეთში და გამოიწვია კოსოვოსა და სერბიას შორის ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების შეჩერება. კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა სერბიისაგან დამოუკიდებლობა, რომელსაც ბელგრადი არ ცნობს.

XS
SM
MD
LG