Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატალონიის პარლამენტმა თავმჯდომარედ აირჩია რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრე როჟე ტორენი


კატალონიის პარლამენტის ახალი თავმჯდომარე, როჟე ტორენი
კატალონიის პარლამენტის ახალი თავმჯდომარე, როჟე ტორენი

კატალონიის ახლადარჩეულმა პარლამენტმა თავმჯდომარედ აირჩია ესპანეთისაგან ამ რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრე კანდიდატი, როჟე ტორენი. პარტია „მემარცხენე რესპუბლიკელების“ წარმომადგენელს მხარი დაუჭირა 65 დეპუტატმა სულ 135-დან. იანვრის ბოლომდე პარლამენტმა უნდა აირჩიოს კატალონიის მთავრობის მეთაურიც. 1 დეკემბერს გამართულ რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვება მოიპოვეს კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა ამ რეგიონის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის ხელმძღვანელობით. მაგრამ პუჩდემონის ხელახლა არჩევას ართულებს ის გარემოება, რომ ის ბელგიაში იმყოფება, რადგან ესპანეთში დაბრუნების შემთხვევაში დაპატიმრება ემუქრება. კანონის თანახმად, კატალონიის მთავრობის მეთაურობის კანდიდატი პარლამენტში უნდა იმყოფებოდეს მის შესახებ კენჭისყრის პირველი რაუნდის დროს, რათა კანონმდებლებს თავისი პროგრამა გააცნოს და დებატებში მონაწილეობა მიიღოს. კატალონიაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა ამ საკითხზე ოქტომბერში ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით. მადრიდმა რეფერენდუმი უკანონოდ გამოაცხადა და კატალონიაზე პირდაპირი მმართველობა დაამყარა. ასეთი მმართველობა ძალაში დარჩება ავტონომიური რეგიონის ახალი მთავრობის ინაუგურაციამდე.

XS
SM
MD
LG