Accessibility links

ორი კორეა შეთანხმდა ოლიმპიურ თამაშებში ჰოკეისტი ქალების ერთიანი გუნდით მონაწილეობაზე


სამხრეთი კორეა, პიონჩანგის ოლიმპიური სტადიონი

ჩრდილოეთი და სამხრეთი კორეა შეთანხმდნენ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ჰოკეისტი ქალების ერთიანი გუნდით მონაწილეობაზე. ასპარეზობის გახსნის ცერემონიაზე ორი ქვეყნის სპორტსმენები ერთად და ერთი დროშით გამოვლენ. საინფორმაციო სააგენტო ასოშიეიტიდ პრესის ცნობით, დროშაზე გამოსახული იქნება კორეის ნახევარკუნძული. ორ კორეას შორის მიღწეული შეთანხმება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს. მოსალოდნელია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებენ. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 9-25 თებერვალს უმასპინძლებს სამხრეთ კორეაში მდებარე პიონჩანგი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG