Accessibility links

ლიტვაში ამოქმედდა პროექტი „ვატნიკასი“ რუსეთის პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად


ლიტვაში ამოქმედდა პროექტი რუსეთის პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად. საინფორმაციო პორტალი სახელწოდებით „ვატნიკასი“ იმოქმედებს უკრაინის „მიროტვორეცის“ მსგავსად - გამოაქვეყნებს მონაცემებს პირებზე, რომლებიც, საიტის ავტორების აზრით, სიცრუეს ავრცელებენ. გამოცემა „ლიეტუვოს ჟინიოსის“ ცნობით, პროექტ „ვატნიკასის“ ავტორები მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ საკუთარი ვინაობის საჯაროდ გამხელას და თავს უწოდებენ „ელფებს“, რახან ინტერნეტში „ტროლებს“ უპირისპირდებიან. მითებში „ელფები“ კეთილი ზებუნებრივი არსებები არიან - განსხვავებით „ტროლებისაგან“, რომლებიც ადამიანების მიმართ, ჩვეულებრივ, მტრულად განწყობილად ითვლებიან. ინტერნეტში „ტროლებად“ მოიხსენიებენ ხოლმე პროპაგანდის გამავრცელებლებსაც. „ვატნიკასის“ შავ სიაში ამჟამად 150 პირია შეყვანილი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG