Accessibility links

ტილერსონი: ამერიკელი სამხედროები სირიაში დარჩებიან ასადისა და ირანისთვის წინააღმდეგობის გასაწევად


რექს ტილერსონი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები სირიაში დარჩებიან არა მხოლოდ ექსტრემისტებთან საბრძოლველად, არამედ პრეზიდენტ ბაშარ ასადის და მისი მოკავშირე ირანისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. 17 იანვარს, სტენფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას, ტილერსონმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ამოცანაა არა მხოლოდ ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება, არამედ სირიაში სტაბილური პირობების შექმნა საიმისოდ, რომ გაჩნდნენ ახალი ლიდერები, რომლებიც შეცვლიან საკუთარი ხალხის მკვლელს, ბაშარ ასადს. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, სირიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის სრულად გაყვანის შემთხვევაში, ასადი ძალას აღიდგენს და გააგრძელებს სირიელი ხალხის მიმართ სასტიკ მოპყრობას. რექს ტილერსონის თქმით, სირიიდან აშშ-ის წასვლა ირანს მისცემს სირიაში პოზიციების გამყარების შესაძლებლობასაც.

XS
SM
MD
LG