Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა გამოავლინა მის მიერ გამოცხადებული, ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელთა კონკურსის გამარჯვებულები


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაასახელა ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის მის მიერ, ნოემბერში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები. 18 იანვარს, პრეზიდენტმა ტრამპმა ტვიტერზე გამოაქვეყნა ჩამონათვალი, რომლის მიხედვით, პირველ სამეულში არიან გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ და ტელეკომპანიები, ABC News-ი და CNN-ი. დონალდ ტრამპმა „ნიუ-იორკ თაიმსს“ პირველი ადგილი მიაკუთვნა პრეზიდენტად მისი არჩევიდან მალევე გამოქვეყნებული სტატიისთვის, რომ ამერიკის ეკონომიკა ვეღარასდროს აღორძინდებოდა, ორი ამერიკული ტელეკომპანია კი ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლად მიიჩნია მისი და რუსეთის შესაძლო კავშირების და ხაკერების მიერ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის ინტერნეტრესურსიდან მოპოვებულ დოკუმენტებზე პრეზიდენტის და მისი ვაჟის, უმცროსი დონალდ ტარმპის წვდომის შესახებ მომზადებული მასალებისთვის. ტრამპმა ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლად გამოაცხადა კიდევ რამდენიმე ცნობილი მედიასაშუალება, მათ შორის გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ და ჟურნალი „თაიმი.“

XS
SM
MD
LG