Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი გეგმავს სამხედრო ოპერაციას სირიაში მებრძოლი ქურთების წინააღმდეგ


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი აცხადებს, რომ გეგმავს სამხედრო ინტერვენციას სირიაში მდებარე აფრინისა და მანბიჯის რეგიონებში საფრთხის გამო, რომელსაც ქმნიან აშშ-ის მხარდაჭერით მებრძოლი ქურთი მეომრები. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 18 იანვარს გამოაცხადა, რომ ანკარაში კვლავაც „უნდობლობას“ იწვევს აშშ-ის მხარდაჭერა სირიელი ქურთების სამხედრო შენაერთებისადმი, რომლებიც თურქეთის სამხრეთ საზღვართან მოქმედებენ. ასევე ჩავუშოღლუს თქმით, ანკარა რუსეთთან და ირანთან მოახდენს კოორდინაციას სირიაში სამხედრო ოპერაციის მსვლელობაში. თურქი მინისტრის ეს განცხადება ერთ დღეში მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებას, რომ თურქ კოლეგას შეხვდა სირიაში მებძროლი ქურთი მეომრების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერაზე სასაუბროდ. თურქეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, თურქეთის უშიშროების ძალებს მიღებული აქვთ დავალება, მოემზადონ სირიაში ქურთების მიერ გაკონტროლებულ რეგიონებში ინტერვენციისათვის.

XS
SM
MD
LG