Accessibility links

ბელგრადში მიწას მიაბარეს კოსოვოელი სერბი პოლიტიკოსი, ოლივერ ივანოვიჩი


.

ბელგრადში ასობით ადამიანი შეიკრიბა კოსოვოელი სერბი პოლიტიკოსის, ოლივერ ივანოვიჩის დაკრძალვის ცერემონიაზე. ის 16 იანვარს კოსოვოში მოკლეს, რასაც რეგიონში დაძაბულობის გამწვავება მოჰყვა. დაკრძალვას დაესწრნენ სერბიის მთავრობის წევრებიც, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ადა ბრნაბიჩი. ხოლო სერბიის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა გამოაცხადა, რომ ივანოვიჩის ხსოვნას პატივს მიაგებს კვირის მიწურულს კოსოვოს ქალაქ მიტროვიცაში - იმ ადგილას, სადაც ის სიცოცხლეს გამოასალმეს. ვუჩიჩმა „ტერორისტული აქტი“ უწოდა ეთნიკურად სერბი პოლიტიკოსის მკვლელობას. ოლივერ ივანოვიჩი კოსოვოელ სერბებს შორის ზომიერი კურსის მომხრე პოლიტიკოსად ითვლებოდა. კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომელსაც ბელგრადი არ აღიარებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG