Accessibility links

რამზან კადიროვმა „ნარკომანი“ უწოდა ორგანიზაცია „მემორიალის“ გროზნოს განყოფილების უფროსს


ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა „ნარკომანი“ უწოდა ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაციის, „მემორიალის“, გროზნოს განყოფილების უფროსს, ოიუბ ტიტიევს, რომელიც ჩეჩნეთში 9 იანვარს დააკავეს. კადიროვის გამონათქვამზე ცნობას ავრცელებს საიტი „კავკაზ. რეალიი“. 17 იანვრის საღამოს ტელეარხ „გროზნის“ ეთერში აჩვენეს ჩეჩნურენოვანი სიუჟეტი, რომელშიც კადიროვი ასევე ამბობს, რომ უფლებადამცველებს არც ეროვნება აქვთ და არც რელიგია და რომ მათ მხოლოდ გარკვეული ინტერესი ამოძრავებთ. კადიროვის თქმით, მას უკვირს, როცა ადამიანი, რომელსაც თავი ჩეჩნად მიაჩნია, უფლებადამცველებთან თანამშრომლობს, ხოლო ნათესავები ამაში ხელს არ უშლიან. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენს რესპუბლიკაში საქმე არ გამოუვათო, თქვა კადიროვმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG