Accessibility links

სტოლტენბერგი მაკედონიას მოუწოდებს, ბოლო მოუღოს სახელწოდების გამო საბერძნეთთან დავას


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მაკედონიას მოუწოდებს, მოაგვაროს თავისი სახელწოდების გარშემო საბერძნეთთან უთანხმოება და განახორციელოს რეფორმები, თუ ალიანსში გაწევრიანება სურს. სტოლტენბერგმა სკოპიეში, იუგოსლავიის ამ ყოფილი რესპუბლიკის პარლამენტში 18 იანვარს გამოსვლისას თქვა, რომ მიესალმება მაკედონიის მისწრაფებას ნატოში გაწევრიანებისაკენ, მაგრამ საჭიროდ მიიჩნევს ვითარების „რეალისტურად“ შეფასებას, რადგან ჯერ კიდევ ბევრი საქმე უნდა გაკეთდეს. ეს ეხება სახელწოდება „მაკედონიის“ გარშემო საბერძნეთთან დავასაც, რომელიც სტოლტენბერგის აზრით, მეტისმეტად დიდი ხანია გრძელდება. ბალკანეთის ქვეყნის „მაკედონიად“ წოდების მიმართ საბერძნეთის უარყოფითი დამოკიდებულება დაბრკოლებას უქმნის ევროკავშირსა და ნატოში მის გაწევრიანებას. ათენი შიშობს, რომ „მაკედონიად“ ქვეყნის წოდება დაუკავშირდება პრეტენზიას ჩრდილოეთ საბერძნეთის პროვინცია მაკედონიაზე.

XS
SM
MD
LG