Accessibility links

აშშ მოუწოდებს თურქეთს არ მიიღოს ზომები ჩრდილოეთ სირიაში


თურქეთის სამხედრო ბადრაგი სირიის საზღვართან.

18 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთს მოუწოდა, არ მიიღოს ზომები ჩრდილოეთ სირიაში და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაზე ორიენტირებული დარჩეს, - ამის შესახებ იუწყება თურქული გამოცემა „ჰურიეთი“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, 18 იანვარს,ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ს სურს თურქეთმა თავი შეიკავოს ყოველგვარი ძალადობისგან ქალაქ აფრინში. „ჩვენ მოვუწოდებთ თურქებს, არ მიიღონ ასეთი სახის ზომები. ჩვენ არ გვსურს, რომ მათ ძალადობაში მიიღონ მონაწილეობა და გვსურს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაზე იყვნენ ორიენტირებულნი“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 14 იანვარს განაცხადა, რომ ოპერაცია აფრინში იქნება ოპერაცია „ევფრატის ფარის“ გაგრძელება, რომელიც გასული წლის 17 მარტს დამთავრდა და სირიის ჩრდილოეთ რეგიონში „ისლამური სახელმწიფოსა“ და ქურთების შეიარაღებული რაზმების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავდა მიზნად. გუშინ თურქეთმა სირიის საზღვართან მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა საკუთარი არმია. აღნიშნულის მიზეზი სირიაში, აფრინში შესაძლო ოპერაციის ჩატარებაა.

XS
SM
MD
LG