Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ ბრიტანეთში მოსმენა გაიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ


დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატაში პირველად გაიმართა მოსმენა საქართველოს საკითხზე სახელწოდებით „როგორ უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ლორდების შეკითხვებს უპასუხებდა დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის თანამეგობრობისა და გაეროს საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ლორდი აჰმად უიმბლდონი: „მინდა ლორდთა პალატას მოვახსენო, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა, მოსკოვში ვიზიტის დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან განიხილა საქართველოს საკითხი. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. გასულ წელს ბრიტანეთმა მხარი დაუჭირა გაეროს ორ რეზოლუციას, რომლებშიც დაფიქსირებულია, რომ აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია. ჩვენ ასევე გამოვიყენეთ ეუთოს განცხადებები რუსეთის ქმედებების დასაგმობად საქართველოში. გავაგზავნეთ დამკვირვებლები საქართველოში მოქმედ ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში და ნატოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით ვეხმარებით საქართველოს, რათა უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს რუსეთის ზეწოლას“, - განაცხადა აჰმად უიმბლდონმა.

XS
SM
MD
LG