Accessibility links

პაკისტანის შსს-მ გასცა რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის ოფისის დახურვის ბრძანება


პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა ბრძანება დაიხუროს რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის, რადიო მაშაალის ოფისი ისლამაბადში, მას შემდეგ, რაც პაკისტანის სამსახურთშორისი დაზვერვის სააგენტომ ამ კერძო, აშშ-ის ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ მაუწყებელს ბრალი დასდო ეთერში ისეთი გადაცემების გაშვებაში, რომლებიც "ეწინააღმდეგება პაკისტანის ინტერესებს" და "პასუხობს მტრულად განწყობილი სადაზვერვო სააგენტოს დღის წესრიგს". პაკისტანური სამსახურის დირექტორი, მოჰამედ ამინ მუდაყიქი ამბობს, რომ შსს-ის წარმომადგენლები ისლამაბადის ბიუროში 19 იანვარს მივიდნენ და ბიუროს ხელმძღვანელთან და ადმინისტრატორთან განიხილეს დახურვის ბრძანება. სამინისტროს ბრძანებაში რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის მიმართ გამოთქმულია ბრალდება, რომ ის "პაკისტანს ასახავს ტერორიზმის ცენტრად და სხვადასხვა გასამხედროებული ჯგუფის უსაფრთხო თავშესაფრად". განცხადების თანახმად, რადიოს პროგრამებში პაკისტანი აღწერილია "არშემდგარ სახელმწიფოდ, მისი ხალხისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით" - განსაკუთრებით უმცირესობებთან და ეთნიკურ პაშტუნებთან მიმართებით. რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა, ტომას კენტმა განაცხადა, რომ ის "უაღრესად შეშფოთებულია დახურვის ფაქტოთ" და "სასწრაფოდ იკვლევს მეტ ინფორმაციას პაკისტანის ხელისუფლების მიზნების შესახებ". კენტის თქმით, რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახური არის ახალი ამბების კერძო ორგანიზაცია, რომელსაც მხარს აშშ-ის კონგრესი უჭერს და მას არანაირი კავშირი არ აქვს რომელიმე ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოებთან. "რადიო მაშაალი არის სანდო, დაბალანსებული ინფორმაციის აუცილებელი წყარო პაკისტანელი აუდიტორიისთვის" - განაცხადა კენტმა და იმედი გამოთქვა, რომ ვითარება სწრაფად განიმუხტება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG