Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტი თავის შემცვლელად ასახელებს ყოფილ პრემიერ არმენ სარქისიანს


სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიამა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არმენ სარქისიანი დაასახელა მმართველი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად მომავალი პრეზიდენტობისთვის. არმენ სარქისიანი, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის ნათესავი არ არის, სომხეთის პრემიერი იყო 1996-97 წლებში და შემდეგ ავადმყოფობის მიზეზით გადადგა. ამჟამად ის სომხეთის ელჩია დიდ ბრიტანეთში და, როგორც ამას პრეზიდენტის პოსტთან დაკავშირებული, ახლახან გატარებული საკონსტიტუციო რეფორმა მოითხოვს, არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის. პრეზიდენტმა სარგსიანმა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ლიდერია, მისი კანდიდატურა 19 იანვარს დაასახელა. მანამდე პრეზიდენტი ამბობდა, რომ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს სომხეთის საზოგადოებაში მაღალი ნდობა უნდა ჰქონოდა და ის არ უნდა ყოფილიყო ჩართული პოლიტიკაში. 2015 წლის დეკემბერში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად სომხეთმა თავისი ნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობის ფორმა შეცვალა საპარლამენტო რესპუბლიკით. პრეზიდენტს გაუუქმდება ვეტოს უფლებამოსილება და ის გახდება ფიგურა, რომელსაც ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ პარლამენტი ირჩევს, მოქალაქეების ნაცვლად. საკონსტიტუციო რეფორმა სომხეთის პრეზიდენტს მხოლოდ ერთი, შვიდწლიანი ვადით მსახურების უფლებას აძლევს. პრეზიდენტ სარგსიანს მეორე ხუთწლიანი ვადის მანდატი 9 აპრილს ამოეწურება. სომხეთის რესპუბლიკური პარტია პარლამენტში უმრავლესობას ფლობს და, როგორც ვარაუდობენ, მარტის დასაწყისში ის არმენ სარქისიანს დაამტკიცებს პრეზიდენტად.

XS
SM
MD
LG