Accessibility links

ჩერნოგორიაში საპრეზიდენტო არჩევნები 15 აპრილს გაიმართება


ჩერნოგორიის პარლამენტის სპიკერის, ივან ბრაიოვიჩის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება 15 აპრილს, ხოლო თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეძლებს ხმათა 50 პროცენტზე მეტის მოპოვებას, მეორე ტური ორი კვირის შემდეგ შედგება. მოქმედმა პრეზიდენტმა, ფილიპ ვუიანოვიჩმა ორი ხუთწლიანი ვადით იმსახურა ამ თანამდებობაზე და აღარ აქვს კენჭისყრის უფლება. ჩერნოგორია 2017 წლის ივნისში ნატოს წევრი გახდა, რუსეთის მხრიდან მძლავრი წინააღმდეგობის მიუხედავად. 2012 წლის შემდეგ ქვეყანა ევროკავშირთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ბლოკში გაწევრიანების თაობაზე.

XS
SM
MD
LG