Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ბევრმა სახელმწიფო უწყებამ შეაჩერა მუშაობა ბიუჯეტის საკითხზე უთანხმოების გამო


აშშ-ის ბევრმა სახელმწიფო უწყებამ დროებით შეაჩერა მუშაობა მას შემდეგ, რაც სენატმა არ დაამტკიცა ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი. ხუთშაბათ საღამოს გამართული კენჭისყრის დროს კონგრესის ზედა პალატაში დოკუმენტმა ვერ შეძლო საკმაო ხმების მოგროვება. ნაცვლად 60-ისა ბიუჯეტის კანონპროექტს მხარი დაუჭირა მხოლოდ 51-მა სენატორმა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატები დაადანაშაულა ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებაში. ცნობილია, რომ განხილვამდე სენატორმა დემოკრატებმა რამდენჯერმე გააკეთეს გამაფრთხილებელი განცხადება, რომ წავიდოდნენ ასეთ ნაბიჯზე, რათა ეიძულებინათ რესპუბლიკელები იმიგრანტების ლეგალიზებაზე. საუბარია იმიგრანტებზე, რომლებიც გაიზარდნენ აშშ-ში, სადაც ისინი სიყმაწვილეში მშობლებმა უკანონოდ ჩაიყვანეს. მათი რიცხვი დღეს აშშ-ში 2 მილიონს აღწევს. მათგან 800 ათასის დეპორტაცია დროებით შეაჩერა ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას დადგენილებამ, რომლის მოქმედების ვადა მარტის დასაწყისში იწურება. თეთრ სახლში იმედოვნებენ, რომ ბიუჯეტის კანონპროექტზე კონსენსუსის მიღწევა რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის უახლოეს დღეებში იქნება შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG