Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების ხელმძღვანელობა გმობს პაკისტანის ხელისუფლების მიერ რადიო „მაშაალის“ დახურვას


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ხელმძღვანელობა გმობს პაკისტანის ხელისუფლების მიერ ჩვენი რადიოს პაკისტანური სამსახურის, რადიო „მაშაალის“ ბიუროს დახურვას ისლამაბადში და მოუწოდებს პაკისტანს, რათა მიეცეთ ჟურნალისტებს უსაფრთხო მუშაობის გაგრძელების უფლება.რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის ბიუროს დახურვა მოხდა 19 იანვარს პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანების საფუძველზე, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული რადიო და ტელეგადაცემები „თანხვედრაშია მტრული სადაზვერვო სამსახურების“ დღის წესრიგთან და „ეწინააღმდეგება პაკისტანის ინტერსებს“.ეს ბრალდება უარყო რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა, ტომას კენტმა. „ჩვენი კორესპონდენტები პაკისტანის მოქალაქეები არიან, ერთგულად ემსახურებიან თავიანთ ქვეყანას, ცხოვრობენ და ჰყავთ ოჯახები იმ სოფლებში, საიდანაც მაუწყებლობენ. მოვითხოვთ, უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ მიეცეთ მუშაობის გაგრძელებს უფლება“, - ნათქვამია რადიო თავისუფალი ევროა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტის განცხადებაში. რადიო „მაშაალის“ ბიუროს დახურვა პაკისტანში დაგმო ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა. „პაკისტანის ხელისუფლების ეს ნაბიჯი შეიძლება იყოს ერთგვარი შურისძიება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საახალწლო ტვიტზე, რომელშიც პაკისტანი დადანაშაულებული იყო „ტყუილისა და ეშმაკობაში“, - განაცხადა კომიტეტის აზიის პროგრამების ხელმძღვანელმა სტივენ ბატლერმა.

XS
SM
MD
LG