Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა ტროლებმა მხარი დაუჭირეს რესპუბლიკელთა მოთხოვნას


რუსმა ტროლებმა აქტიურად დაუჭირეს მხარი აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკელთა წარდგენილ მოთხოვნას, რომელიც საიდუმლო დოკუმენტის გამჟღავნებას შეეხება. რესპუბლიკელებია მიიჩნევენ, დოკუმენტი შეიცავს აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებულ მიკერძოებულ გამოძიებას პრეზიდენტ ტრამპის მიმართ.საგამოძიებო ჯგუფმა „დემოკრატიის უსაფრთხოების ალიანსი“, რომელიც თვალს ადევნეს კრემლის მომხრე ასობით ანგარიშს ტვიტერზე, 19 იანვარს განაცხადა, რომ დღე-ღამის განმავლობაში წარმოუდგენლად გაიზარდა ჰეშტეგ „releasethememo“-ს ნახვა. ეს არის საგრძნობი მხარდაჭერა იმ რესპუბლიკელებისა, რომლებიც აშშ-ის კონგრესის მიერ მკაცრად გასაიდუმლოებული დოკუმენტის გასაჯაროებას მოითხოვენ. „დემოკრატიის უსაფრთხოების ალიანსის“ ანალიტიკოსის, ბრეტ შაფერის თქმით, იგი არასოდეს მოსწრებია რომელიმე ჰეშტეგის პოპულარობის ასეთი წარმოუდგენლად სწრაფი ზრდა დაინტერსებული ჯგუფის აქტიურობის პირობებში.

XS
SM
MD
LG