Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა წამოიწყო სამხედრო ოპერაცია სირიელი ქურთების წინააღმდეგ


შაბათს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გამოაცხადა, რომ დაიწყო სახმელეთო-სამხედრო ოპერაცია სირიის არფინის რაიონში მოქმედი, ქურთების წინააღმდეგ. ანკარა მათ ბრალს დებს „ტერორიზმის“ მხარდაჭერაში, რაც თურქეთის ტეროტორიაზე მოქმედი ქურთი მეამბოხეების მხარდაჭერას გულისხმობს. სირიის ოპოზიციის სამხედრო დანაყოფებმა განაცხადეს, რომ ისინი თურქ სამხედროებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას აღნიშულ ოპერაციაში. წინ დღით აშშ-მა მოუწოდეს რეჯეპ ტაიპ ერდოანს, რათა ხელი აეღო სამხედრო ოპერაციაზე და ყურადღება გადაეტანა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაზე. სირიელი ქურთების სამხედრო ჯგუფები, როგორც დამოუკიდებლად, ისე სირიის დემოკრატიული ძალების შემადგენლობაში, აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერით განაგრძობენ საბრძოლო მოქმედებებს სირიის ჩრდილოეთში გამაგრებული ექსტრემისტული დაჯგუფება, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ანკარის სამხედრო ოპერაციის პასუხად სირიელმა ქურთებმა განაცხადეს, რომ იბრძოლებენ თავის დასაცავად.

XS
SM
MD
LG