Accessibility links

აშშ-ში „ქალთა მარშები“ იმართება


აშშ--ს რამდენიმე ქალაქში იმართება „ქალთა მარშები“, რომლებიც ეძღვნება დონალდ ტრამპის წლისთავს ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე. ყველზე ხალხმრავალი აქციები, რომლებშიც პოლიტიკოსები, ესტრადის და კინოს ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას, იგეგმება ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და ლოს ანჯელესში. აქციის მონაწილეები აპირებენ პროტესტის გამოხატვას ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკის და პირადად პრეზიდენტის იმ რიტორიკის წინააღმდეგ, რომელსაც ოპონენტები უწოდებენ სექსისტურსა და ანტიიმიგრანტულს. შარშან "ქალთა მარშზე", რომელიც ტრამპის ინაუგურაციის მეორე დღეს გაიმართა, 100 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG