Accessibility links

ხუთი კაცი დაიღუპა ქაბულში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად


სულ მცირე ხუთი მოქალაქე დაიღუპა ავღანეთის დედაქალაქში მდებარე მაღალი კლასის სასტუმროზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, რომელზეც თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 იანვრის საღამოსათვის სასტუმროში შტურმით შეჭრილი ექსტრემისტები 12 საათის განმავლობაში უწევდნენ წინააღმდეგობას შემთხვევის ადგილზე მისულ სპეცდანიშნულების რაზმს. მოკლულია 3 ექსტრემისტი. ერთ-ერთმა სასტუმროში შეჭრის წინ აიფეთქა თავი. დაღუპულ მოქალაქეებს შორის ერთი უცხოელია. სროლის შედეგად დაიჭრა პოლიციის სამი თანამშრომელი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG