Accessibility links

პრაღაში ორი კაცი დაიღუპა სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად


ორი კაცი დაიღუპა პრაღაში, ოთხვარსკვლავიან სასტუმრო „Eurostars David“-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ხუთი დაშავებული საავადმყოფოში გადაყვანილი. მათი მდგომარეობა მძიმეა. წინასწარი მონაცემებით, ხანძრის მიზეზი გახდა შენობის პირველ სართულზე არსებული კონდიციონერის აალება, საიდანაც ცეცხლი მალე გავრცელდა მთელ სასტუმროში. ცეცხლის ჩასაქრობად მისულმა მეხანძრეებმა შენობიდან 34 სტუმრის, ძირითადად უცხოელი ტურისტების, ევაკუაცია მოახდინეს.

XS
SM
MD
LG