Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18-მდე გაიზარდა ქაბულში სასტუმროზე თავდასხმის დროს დაღუპულთა რიცხვი


ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18-მდე გაიზარდა ქაბულში სასტუმროზე 20 იანვრის საღამოს მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა რიცხვი. ოფიციალური ცნობით, 11 დაღუპული კერძო საავიაცო კომპანია "კამეარის" თანამშრომელია. ისინი ქაბულში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ. დადასტურდა, რომ ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა. შაბათ საღამოს სასტუმროში შტურმით შეჭრილი ექსტრემისტები 12 საათის განმავლობაში უწევდნენ წინააღმდეგობას შემთხვევის ადგილზე მისულ სპეცდანიშნულების რაზმს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ორგანიზაცია თალიბანმა.

XS
SM
MD
LG