Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში გაიმართა საპროტესტო აქცია მაკედონიის სახელწოდების წინააღმდეგ


საბერძნეთის ჩრდილოთ ქალაქ თესალონიკში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის მაკედონიის სახელწოდების წინააღმდეგ. 1991 წლის შემდეგ, რაც ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკამ ამ სახელწოდებით გამოაცხადა დამოუკიდებლობა, საბერძნეთი არ ცნობს მაკედონიას და მას ოფიციალურ დოკუმენტებში მოიხსენიებს, როგორც ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკას. 21 იანვარს გამართული აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ათენსა და სკოპიეს შორის დავის მოწესრიგებას სახელწოდება "მაკედონიის" საკითხში ნებისმიერი კომპრომისის შემთხვევაში. ოფიციალური სახელწოდების გამო წამოჭრილი უთანხმოების გამო საბერძნეთი ეწინააღმდეგება მაკედონიის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას. მაკედონიისა და საბერძნეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ წელს მათ სურთ ამ უთანხმოების მოგვარება. თუმცა, 17 იანვარს გაეროს შუამავლობით გამართულმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო.

XS
SM
MD
LG