პრაღის პოლიციის ცნობით, ოთხამდე გაიზრდა სასტუმრო „Eurostars David“-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. წინასწარი მონაცემებით, ხანძრის მიზეზი ერთ-ერთ სართულზე არსებული კონდიციონერის აალება. ცეცხლის ჩასაქრობად მისულმა მეხანძრეებმა შენობიდან 34 სტუმრის, ძირითადად უცხოელი ტურისტების, ევაკუაცია მოახდინეს. დაღუპულთაგან ორი გერმანელი ტურისტია, ერთი - სამხრეთკორეელი. ჯერჯერობით არ არსებობს დაზუსტებული ცნობა მეოთხე დაღუპულის შესახებ. ოთხვარსკვლავიან სასტუმროში, ძირითადად, გაჩერებული იყვნენ ტურისტები გერმანიიდან, სამხრეთ კორეიდან და ნიდერლანდიდან. ხანძრის ჩაქრობისას დამწვრობა მიიღო ორმა მეხანძრემ.
ოთხამდე გაიზარდა პრაღის სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი