Accessibility links

გერმანელი სოციალ-დემოკრატები მხარს უჭერენ მოლაპარაკებების დაწყებას კოალიციის თაობაზე


გერმანელმა სოციალ-დემოკრატებმა მხარი დაუჭირეს კოალიციური მოლაპარაკებების დაწყებას კანცლერ ანგელა მერკელთან, რომელიც სათავეში უდგას ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს. 21 იანვარს ბონში გამართულ ყრილობაზე ამგვარი მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა 362-მდა დელეგატმა 279-ის წინააღმდეგ. გერმანელი სოციალ-დემოკრატების ლიდერმა მარტინ შულცმა განაცხადა, რომ ქრისტიან-დემოკრატებთან კავშირი მათ შესაძლებლობას აძლევს წინ აღუდგნენ ულტრამემარჯვენე ძალებს, რომლებმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

XS
SM
MD
LG