Accessibility links

სააკაშვილის ექსტრადიციაზე საქართველოს პროკურატურა კიევისაგან ელოდება საბოლოო გადაწყვეტილებას


საქართველოს მთავარი პროკურატორის თანახმად, უკრაინელ კოლეგებთან გაგზავნილია ყველა აუცილებელი მასალა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციისათვის. ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმა განაცხადა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში და დასძინა, რომ პროკურატურა "მოლოდინის რეჟიმშია". იანვრის დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და მას დაუსწრებლად მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. კიევში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა 21 იანვარს ფეისბუკით გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად ორშაბათს უკრაინის უმაღლეს სააპელაციო სასამართლოში მისი დეპორტაციის საკითხი განიხილება. სააკაშვილი თავის მომხრეებს 22 იანვარს სასამრთლოსთან მისვლისა და მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG